უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომელმაც დღეს ქვეყნის მოსახლეობასა და ეროვნულ კრებას სიტყვით მიმართა.

„რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის, ან რუსეთის ხელისუფლებაში. ეს ჩვენს ხალხებში ღრმადაა გამჯდარი“, - აღნიშნა ლექსანდრე ლუკაშენკომ.

ამავე დროს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელარუსი სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს ჩინეთთან, დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.

„გავაგრძელებთ საერთაშორისო პრობლემების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და თუ გვთხოვენ, მზად ვართ დახმარების ხელი სხვა სახელმწიფოებსაც გავუწოდოთ,” - აღნიშნა ლუკაშენკომ.

interpressnews.ge