პოლიტიკა
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერის რესურსს თავადაც ინატრებდა.
საპასუხო განცხადება უკვე გაკეთდა ალასანიას პარტიიდან. ზურაბ აბაშიძეს „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ერთ-ერთი ქართული ზღაპრის პერსონაჟს – თაგვს აგონებს.
„მის მოსაზრებას განსაკუთრებული ყურადღებით არ გავცნობილვარ, თუმცა, რასაც გავეცანი, ერთი ზღაპარი გამახსენდა – ზღაპარი თაგვზე, ხან ძაღლად რომ გადაიქცევა და ხან – ლომად, მაგრამ ის გულში სულ თაგვი რჩება და არაფერი გამოსდის. ოქრუაშვილიც სწორედ ამ პერსონაჟს მაგონებს“, – აღნიშნა აბაშიძემ.