უცხოეთი
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ, მედიისთვის დახურული იქნება

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ, მედიისთვის დახურული იქნება.

ყრილობა 21-24 აგვისტოს შარლოტში გაიმართება. შესაბამისი გადაწყევტილება პარტიის წევრებმა ჩრდილოეთ კარლინას შტატში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით მიიღეს.

ამერიკული მედიის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყრილობაზე დამსწრე დელეგატების რაოდენობა 2550-დან 336-მდე შემცირდება.

როგორც წესი, რესპუბლიკელების წინასაარჩევნო ყრილობას ათასობით მხარდამჭერი და მედიის წარმომადგენლი ესწრება.

უცხოური მედიის განცხადებით, კორონავიურუსის პანდემიის გამო ყრილობის ფორმატის შეცვლა აშშ-ის თანამდეროვე ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია.

1tv.ge