უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ფიქრობენ, რომ გერმანია, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველ წელს მილიარდობით დოლარს უხდის, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთისგან - რას ნიშნავს ეს?

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიცვას აშშ-მა გერმანია რუსეთისგან.

„ფიქრობენ, რომ გერმანია, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველ წელს მილიარდობით აშშ დოლარს უხდის, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთისგან - რას ნიშნავს ეს?“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მისივე თქმით, ამერიკას გერმანიიდან ჯარისკაცები იმის გამო გაჰყავს, რომ გერმანია ნატო-ს თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ იხდის.

შეგახსენებთ, გუშინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს.

interpressnews.ge