პოლიტიკა
მაიკ პომპეო - გიორგი გახარიას ვესაუბრე შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარისას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას შეეხნენ.

პომპეომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ასევე გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – წერს მაიკ პომპეო.

გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.