უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 5 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 150 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 823 515-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13 504-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 612 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 888 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

interpressnews.ge