უცხოეთი
საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას აღარ საჭიროებენ

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას აღარ საჭიროებენ.

როგორც საქართველოში ლიეტუვის საელჩო „ფეიქსბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განმარტავს, შესაბამისი გადაწყვეტილება ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, თუმცა შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს.

“ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს“,-აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge