უცხოეთი
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი 01:10 საათზე გახსენს, რის შედეგადაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო სომეხმა სამხედრო მოსამსახურე აშოტ მიკაელიანმა.

აზერბაიჯანის თავდავის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 45-ჯერ გახსნეს.

„სომხეთის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფები იყენებენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს და სნაიპერის შაშხანებს. მათ ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით 45-ჯერ დაარღვიეს“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. სომხეთი კი თავის მხრივ, 12 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სომხეთის საგუშაგოებზე თავდასხმა სცადეს.

1tv.ge