უცხოეთი
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებენ

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა azertag.az აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ტაქტიკური და საბრძოლო სწავლება ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც.

ერთობლივ წვრთნებში ჩართული იქნება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები.

1tv.ge