სამართალი
ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მინდია გოგოჭური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.