პუბლიკაციები
სამაგალითი პრეზენტაცია კოჯრის მდელობზე - საქინფორმი

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.

გუშინ, ბუნების წიაღში - კოჯორში - გაიმართა 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრეზენტაცია საქართველოში მმართველი პარტია "ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსგან", რომლის თავმჯდომარეცა და დამაარსებელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. გემოვნებით დადგმული წარმოდგენა სულ 30 წუთს გაგრძელდა ლამაზი პეიზაჟისა და დახვეწილი დეკორაციების ფონზე, მაგრამ, აბსტრაქტული ლაკონიზმის მიუხედავად, ინფორმატიულად ამომწურავი იყო. ანუ, ყველამ, ვინც ტელევიზორში უყურებდა ამ მოქმედებას და, რა თქმა უნდა, იქ დამსწრე ქართული საზოგადოების და მმართველი პარტიის ელიტამ პასუხი მიიღეს ყველა კითხვაზე, რომელიც ეხება საქართველოს უახლოეს პერსპექტივებს, რაზეც ექსპერტები და პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ოპოზიციები და უბრალოდ რიგითი მოქალაქეები ყოველდღე ტუჩზე დუჟმომდგარი კამათობენ.

ქართველი ობივატელისთვის, რომელიც ყველაზე მეტად წუხდა ღია მდელობზე 40 გრადუს სიცხეში თავსაბურავის გარეშე (გარდა რობიკო სტურუასი, თავისი განუყრელი კეპით!) შეკრებილებზე, ყოველი შემთხვევისთვის გვინდა ჩამოვთვალოთ ივლისის სამი მესიჯი, რომლებსაც ჩვენს სასკოლო წლებში აპრილის თეზისებს უწოდებდნენ.

1. საგარეო პოლიტიკა

   პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქართული სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი - ივანიშვილი, გახარია, კალაძე, თალაკვაძე და კობახიძე, მაგრამ "აშშ" მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა - ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა "დასავლელ მეგობრებს - სტრატეგიულ პარტნიორებს - აშშ-სა და ევროკავშირს, რომლებიც წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომლის ურყევი ნებით იყო განპირობებული ევროპული და ევროატლანტიკური ყველა დანარჩენმა გამომსვლელმა აღნიშნა საქართველოს მხოლოდ ევროკავშირისკენ მისწრაფების აუცილებლობა - ”ევროატლანტიზმის”, ანუ ნატოსა და აშშ-ის გარეშე. მართალია, რუსეთი საერთოდ არ უხსენებიათ, და მხოლოდ ქარაგმულად მიანიშნეს როგორც "საგარეო გამოწვევაზე", მოსკოვი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ევროპული საქართველო მას არანაირად არ "ძაბავს" - განსხვავებით ევროატლანტიკურისგან.

2. პრიორიტეტები

განხორციელდება თუ არა ისინი - არ ვიცით, მაგრამ ამომრჩეველმა ბოლოსდაბოლოს მკაფიოდ გაიგონა, რომ ეს არ არის ევროპული ფასეულობები, სამხედრო ალიანსში თავპირ მოგლეჯილი სწრაფვა, არაა გლობალიზაცია და არც ლგბტ-ს უფლებების დაცვა სხვა უმცირესობებთან ერთად! ესენია: 1 - ეკონომიკა და სამუშაო ადგილები, 2 - განათლება, 3 - მედიცინა და სოციალური უზრუნველყოფა, 4 - ლტოლვილებზე ზრუნვა და აფხაზი და ოსი ძმების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაბრუნება.

3. საშინაო პოლიტიკა

დასრულდა ინსინუაციები, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის ზეწოლის ქვეშ, ხელისუფლებას თანდათანობით გადასცემენ სააკაშვილი - ბოკერიას ოპოზიციას და მომდევნო მთავრობა იქნება კოალიციური, შესაბამისად, პარლამენტი - საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე. მიუხედავად მაჟორიტარობის კანდიდატების არათანაბარ ფიგურებისა (ძალიან წარმატებული, მაგალითად, კახა კახიშვილი, უკიდურესად წარუმატებელი - სოზარ სუბარი ივანიშვილმა ცხადყო, რომ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან, მისი განცხადებით, მის პარტიას მომავალშიც მართვის დიდი რესურსი გააჩნია. და რაც მთავარია, არასდროს გაიმეორებს იმას, რაც გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც ქვეყანამ კრიზისში ჩააგდო და გაიქცა ბრძოლის ველიდან, და თვით საქართველოდანაც (იგულისხმება 08.08.08 ომი).