უცხოეთი
შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2020" დაიწყო

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2020″ დაიწყო, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მანევრები ოდესის სიახლოვეს დღეს დაიწყო.

19 ივლისს კი, შავ ზღვაში ამერიკელი სამხედრო ხომალდი USS Porter შევიდა.

როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა „სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – განაცხადეს მეექვსე ფლოტში.

საზღვაო მანევრებში ჩაერთვება 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.

1tv.ge