რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში მილსადენების დაცვის საბაბით, ტოვუზის რაიონში შესაძლოა ნატო-ს თურქული კონტინგენტი შეიყვანონ

     - ბატონო არნო, პუბლიკაციაში კავკასიის სამ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს თქვენ აშშ-საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯოზეფ ბაიდენის მხარდამჭერების ჯგუფის მიერ ორგანიზებულს უწოდეთ, რომელიც სახდეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან, კონგრესმენების, სენატორების, მრჩევლების, ექსპერტებისა და აშშ-ელჩისგან შედგება და რომელიც ნატოს ხელმძღვანელობასთან სინქრონულად მოქმედებს. თქვენ ჩამოთვალეთ მოტივები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ და, უნდა ვაღიაროთ, რომ, ლოგიკის თვალსაზრისით, თქვენი პროგნოზი უზადოა - ააფეთქოკავკასია ომით, რათა აშშ სრულად და საბოლოოდ დამკვიდრდეს ამ გეოსტრატეგიულ პლაცდარმზე და გააკონტროლოს მთელი რეგიონი - გაბატონდეს შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მეზობლა, ასევე ფლობდეს ფორპოსტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, კერძოდ კი - ირანზე საიერიშოდ. თუმცა, ამერიკული უცერემო სტილის გათვალისწინებითაც კი, თქვენი პროგნოზი ზედმიწევნით ექსტრავაგანტურად და ავანტიურულად გამოიყურება. ნუთუ ვაშინგტონელმა რეჟისორებმა მართლაც გარისკეს ამგვარი საშიშ პროვოკაციაზე წასვლა? ან, იქნებ, ეს ყველაფერი არის რეგიონულმნიშვნელობის მდგომარეობა, როგორც ეს არაერთხელ მომხარა? ამერიკელი და რუსი ექსპერტები სრულიად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობენ...

   - როდესაც რუსი ან ამერიკელი, თუნდაც ყველაზე მაღალი რანგისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები იწყებენ კავკასიის პრობლემების განხილვას, მათ ნაცვლად სირცხვილისგან თვალებს ვხუჭავ და ყურებს ვიცობ! რატომ აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას სოლიდური ადამიანები, რატომ თვლიან თავს ექსპერტებად იმ დარგში, რომელშიც არაფერი გაეგებათ?! და მაინც რა ალტერნატიულ ვერსიებს გამოთქვამენ ისინი?

   - უმარტივესს, რომელთა დაჯერებაც იოლია! მაგალითად, რომ კონფლიქტი აზერბაიჯანმა წამოიწყო, იხელთა რა დრო, როდესაც კორონავირუსი ცელავს სომხეთს და ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება სუფევს პრემიერ აშინიანით. ან რომ ომი სომხეთმა დაიწყო, რათა აზერბაიჯანისთვის გადაეჭრა ძირითადი ეკონომიკური არტერია - ტოვუის იონი, რომელზეც გადის ყველა აგისტრალური გაზსადენი და ნავთობსადენი და სატრანსპორტო მაგისტრალები, რომელიც, საქართველოს გავლით, აკავშირებს აზერბაიჯანს თურქეთთან და შემდგომ ევროპასთან.

   - როდესაც ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი ხელს დაჰკრეს და, ამერიკელებისა და ბრიტანელების დახმარებით, დაიწყეს "ბაქო-ჯეიჰანის" - პირველი მილსადენის მშენებლობა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის გვერდის ავლით, მე მაშინვე მივუთითე ორ "სუსტ წერტილზე": 1 - ტოვუზის რაიონში, სადაც მილები იქნება სომხეთის საველე არტილერიის უშუალო დარტყმის ზონაში; 2 - სამხრეთ ოსეთში, ახალგორის (ლენინგორის) რეგიონში, რომელიც სააკაშვილმა სპეციალურად გადასცა სამხრეთ ოსებს 2008 წლის ომის შემდეგ. სხვათა შორის, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან - ფორსმაჟორულ ვითარებაში, რომელსაც განეკუთვნება ომიც, საქართველო იღებს ვალდებულებას, გახსნას რკინიგზა რუსული შემადგნელობებისთვის აფხაზეთის გავლით სომხეთში.

   არა, თქვენ მიერ გამოთქმული ვერსიები სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმც ისინიც კი ირიბად ადასტურებენ ჩემსას - ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ამერიკელი პოლიტიკოსების გარკვეული გავლენიანი ჯგუფის პროვოკაციასთან დაკავშირებით. ნატოსთან ხელმძღვანელებთან, რომლის დაფინანსების შეწყვეტას ტრამპი დიდი ხანია ცდილობს! დიახ, თუ სომხეთი მილსადენებს დაარტყამს, ეს კავკასიაში ნატოსა და აშშ-ის ჯარების შესვლის საბაბად იქცევა, საკმაოდ კეთილშობილური მიზნით - მილსადენების დაცვა, რაც მთელი მსოფლიოსთვის აქსიომად ჟღერს! დიახ, დიახ, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, თურქეთში, მილსადენების დაცვის საბაბით, ტოვუზის რაიონში, შესაძლებელია ნატო-ს თურქული კონტინგენტის შეყვანა!

   მაგრამ ეს არც ისე ადვილია - სომხეთი რუსეთთან დაკავშირებულია "გეორგიევსკის ტრაქტატით" - CSTO შეთანხმებით, მის ტერიტორიაზე განთავსებულია უძლიერესი რუსული სამხედრო ბაზა, ამიტომ, სომხები არ დაიწყებენ არავითარ ომს რუსეთის გარეშე, რომლის წყალობითაც სომხეთი დღემდე არსებობს! რუსმა თვითმარქვია ექსპერტებმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სომხეთს სურს 40-კილომეტრიანი სიგანის ტოვუზის დერეფნის ხელში ჩაგდება აზერბაიჯანის დასაბლოკად, უბრალოდ ქრთამი მიიღეს ბაქოდან. დიახ, რუსი ექსპერტების უმეტესობა, რომლებსაც ტელევიზორში ვუყურებთ და რომლებიც თავს ხან ჟურნალისტებს და ხანაც პოლიტოლოგებს, ზოგჯერ კონფლიქტოლოგებს, ზოგჯერ კი რელიგიის სპეციალისტებს, ზოგჯერაც - საზოგადოებრივ აქტივისტებს, ან უბრალოდ პოლიტიკოსებს უწოდებენ, გრანტებს იღებენ ერევნიდან ან ბაქოდან, ზოგიერთი მათგანი მაგრად მიიღეს სოხუმსა და ცხინვალში. ამიტომ, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ისინი მიღებულ „ბონუსებს ამართლებენ“, რათა ისინი სტუმართმოყვარე კავკასიაში კვლავაც მიიწვიონ! ამრიგად, მათებურად გამოდის, რომ რუსეთი ჯერ მილიარდობით დოლარის შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს, ხოლო მეორე ხელით სომხებს მათ წინააღმდეგ აქეზებს?! მაშინ, როცა იცის, რომ ამ სომხების დაცვა აზერბაიჯანელების ხელში თავისივე რაკეტებისგან მოუწევს?! აბსურდია! და ამ აბსურდს გვამცნობენ სატელევიზიო ეკრანებიდან ცნობილი რუსი ტელესახეები, რომლებიც "მოდურად" იმანჭებიან და პუტინს მისამართით ლაპარაკობენ, გამოჰყავთ ის ნომერ მეორე ბრეჟნევად, რომელიც მეფობს "აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე"! სხვათა შორის, ზუსტად ასე დასცინიან აზერბაიჯანსა და პრეზიდენტ ალიევს სააკაშვილის ორივე პარტიის ლიდერები, რომლებსაც იგი გამოჰყავთ აღმოსავლეთის დესპოტად - ”თურქმენბაშად”, როგორც მას თავის ტელეგამოსვლებში უწოდებენ, და მოჰყავთ აზერბაიჯანში ჩამორჩენილობისა და მონათმფლობელური წყობის მაგალითად!

     კიდევ უფრო დიდი იდიოტიზმია ვერსია ალიევის გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც, თითქოსდა, მობეზრდა მინსკის ჯგუფის უპერსპექტივო ყბედობა, და სომხეთს „უაზ“-ით შეუტია ტოვუზის რაიონში, საიდანაც ყარაბაღი ასობით კილომეტრში მდებარეობს! იცის რა წინასწარ, რომ მისი ერთადერთი მოკავშირე - თურქეთი, არ იომებს სომხეთის მოკავშირე, რუსეთთან და რომ სომხური დიასპორა აშშ-ში ერევანს დიდ მხარდაჭერას გამოუცხადებს!

საავტორო ტელეგადაცემების სტუდიებში მოხერხებულად მოკალათებულ რუს ექსპერტებს ნეტავ როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი სურათი: რუსული ჯარები და სამხედრო ტვირთები ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალით მიემართება საქართველოდან სომხეთში და ამარაგებს რუსულ ბაზებს, პარალელურად კი, ისევ საქართველოს გავლით, ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალით აზერბაიჯანის დასახმარებლად მიეშურებიან თურქი ასკერები?! საქართველოც უკმაყოფილოა უაზრო ფორმატებით - პრაღის კარასინ-აბაშიძისა და ჟენევის, მაგრამ ხომ არ იწყებს ომს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ სეპარატისტების უკან რუსეთი დგას?! ნუ თუ ალიევი საქართველოს ხელმძღვანელებზე სულელია და ასეთი ელემენტარული რამეები არ ესმის?! აზერბაიჯანს წარსულში უკვე ჰქონდა რუსულ ჯარებთან შეხების ტრაგიკული გამოცდილება, არა მგონია, რომ ბაქოში გორბაჩოვის დრო დავიწყებოდათ ... თუმცა, აზერბაიჯანი სამარადჟამოდ დაკაშირებულია რუსეთთან - მათ აერთიანებთ კასპიის ზღვა, შეთანხმება კასპიის ნავთობგაზის საგანძურის ერთობლივად მოხმარების შესახებ, სხვა კასპიისპირა ქვეყნებთან ერთად! აერთიანებს აშშ-ის წინააღმდეგ, რომელმაც ვერა და ვერ შეძლო კასპიის ზღვაზე გაჭრა.

   - შედეგების შეჯამებით, შეიძლება ითქვას, რომ აზრს არ იცვლით და ადგილი ჰქონდა სამხედრო პროვოკაცია.

- დიახ, მორიგს, რაც არაერთხელ მომხდარა არა მარტო ყარაბაღში, არამედ ჩვენი ქვეყნების ისტორიაშიც, გაიხსენეთ - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, «ГКЧП» მოსკოვში ... ასეთი რაღაცეები ხდება მაშინ, როდესაც სამხედროები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან, ანდა არწმუნებენ უმაღლეს პოლიტიკურს ხელმძღვანელობას, მისცეს კარტ-ბლანში და სანაცვლოდ ბლიცკრიგს ჰპირდებიან, როგორც კეზერაშვილი - სააკაშვილს! მახსოვს, როდესაც ბორის ელცინი გარდაიცვალა, მოსკოვში ვიყავი, «РИА Новости»-ს ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუ მთხოვა. მე მაშინვე დავურეკე საქართველოს ექს-პრეზიდენტს თბილისში ... ყველაფერი არ მახსოვს, რაც მან თქვა, ეს მაშინვე გამოაქვეყნა «РИА Новости»-მ, შეგიძლიათ ნახოთ. ზუსტად მახსოვს, რომ დაიწყო ცნობილი გამონათქვამით - "გარდაცვლილებზე მხოლოდ კარგს ან არაფერს ამბობენ". კიდევ მახსოვს ფრაზა: "მე არ მემორჩილებოდნენ ჩემი გენერლები, ელცინს კი თავისი...". ამით შევარდნაძემ ქარაგმულად მიანიშნა, რომ კიტოვანი აფხაზეთში „თვითნებურად“ შევიდა და აშკარად გადააჭარბა, ხოლო შევარდნაძემ, როგორც თავად მითხრა, ვერაფრით შეძლო მასთან დაკავშირება, რადგან კიტოვანმა ან ტელეფონი გათიშა, ანდა განგებ არ უპასუხა რაციას ... ელცინის გენერლები კი, ალბათ, ისინი არიან, ვინც კარგად „იჯერეს გული“ აფხაზეთშიც და სხვა ადგილებშიც...

   ღმერთმა დამიფაროს - გავამართლო სააკაშვილი, რომელმაც თავის გენერლების ჭკუაზე გაიარა - თავდაცვის მინისტრების - იარაღით მოვაჭრე ოქრუაშვილის ბარამიძის, კეზერაშვილისა და შსს-ს ხელმძღვანელებისა, რომლებმაც, გარდა „კალაშნიკოვის“ დაშლა-აწყობისა, სამხედრო საქმის შესახებ არაფერი იცოდნენ! თუმცა სააკაშვილმა მათ ნება დართო დაეყოლიებინათ იგი - ხან ერგნეთში გზების აფეთქებაზე, ხანაც - ოსებისა და რუსი სამშვიდობოების დაბომბვაზე, ხანაც კი კოდორში იარაღის ჟღარუნზე აფხაზებისა და რუსების ცხვირწინ...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილ
2020 წლის 20 ივლისი