სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლის უძრავი ქონების საწყისს ფასს ახალ აუქციონზე 10 პროცენტი დააკლდა

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციისთვის გამოცხადებული აუქციონი 16 ივლისს, 12:00 დასრულდა.

უძრავი ქონება გასაყიდად 122 432 000 ლარად (40 მლნ. დოლარის ექვივალენტი), 30-დღიანი ვადით იყო გამოტანილი.

გამოცხადებული ფასით, ამ ეტაპზე უძრავი ქონების რეალიზება არ მოხდა. მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება განახლებული აუქციონის გამოცხადების შესახებ.

16 ივლისს გამოცხადდა ახალი აუქციონი, 10%-იანი ფასდაკლებით. შესაბამისად, აუქციონზე უძრავი ქონების საწყისი ღირებულება იქნება 110 343 600 ლარი.

აუქციონი ამჯერად 15 დღის ვადით გამოცხადდა. აუქციონში მონაწილეობა 31 ივლისის 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.