უცხოეთი
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთი საფრთხეს უქმნის სომხეთისა და რეგიონის უსაფრთხოებას

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების განცხადებებს ეხმაურება.

„12 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის თავუშის რაიონის მიმართულებით განხორციელებული აგრესიის შემდეგ, თურქეთის ხელმძღვანელობამ, მათ შორის, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მთელი რიგი განცხადებები გააკეთეს. ეს განცხადებები შეიცავს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის უპირობო დახმარების აღმოჩენაზე მზადყოფნას, არამედ დაუფარავ რეგიონალურ პრეტენზიებს სამხრეთ კავკასიაზე, რომელთა დასაბუთებას თურქეთის პრეზიდენტი და მაღალჩინოსნები ცდილობენ თურქეთის „ისტორიული მისიით“ ჩვენ რეგიონში. ეყრდნობა რა ისტორიულ მისიას, ან რელიგიურ ერთობას, თურქეთმა უკვე განახორციელა ვითარების დესტაბილიზება რიგ მეზობელ რეგიონებში და ენით გამოუთქმელი ტანჯვა მიაყენა ამ რეგიონების ხალს“ , - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით, თურქეთი საფრთხეს უქმნის სომხეთისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.

1tv.ge