სამართალი
სააკაშვილის მეორე პარტიის ოცმა კლოუნმა ერგნეთში კლოუნადა მოაწყვეს - ქართული პოლიციის პროვოკაცია წყალობით ჩაფლავდა

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერგნეთში შეიკრიბნენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა ერგნეთის საგუშაგომდე აქციის მონაწილეები არ მიუშვეს.

აქცია ერგნეთში საგუშაგოდან რამდენიმე ასეულ მეტრში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ პროცესებში შემგუებლური ხასიათისაა.