უცხოეთი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამჟამად ვითარება შედარებით მშვიდია

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, გვიან ღამით, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის ტანკის გადაადგილება ცეცხლით აღკვეთა.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

სტეპანიანის ცნობით, ამჟამად საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია.

ამასთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სომხური მხარე მალე „საინტერესო ვიდეოს“ გამოაქვეყნებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.