რელიგია
აია-სოფიას შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებით რომის პაპი დამწუხრებულია

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მუზეუმის სტატუსი დაკარგა ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უძველესმა ძეგლმა, აია-სოფიამ და იგი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ წმინდა სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - აღნიშნა რომის პაპმა ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში.

მანამდე თურქეთის ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდა ევროკავშირმა.

თურქეთის სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილება ამ ძეგლის რელიგიის საქმეთა პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე, სამწუხაროა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

10 ივლისს თურქეთის სასამართლოს მიერ აია-სოფიას, 6 საუკუნის ძეგლისთვის, მუზეუმის სტატუსის გაუქმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას კარი მუსლიმი ღვთისმსახურებისთვის გაიღო.

1934 წელს, ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ათათურქის დროინდელი დადგენილება უკანონოდ გამოცხადდა.

ეს შეესაბამებოდა ერდოანის კურსს, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურის ნიმუში, მიუხედავად საერთაშორისო, აშშ-ისა და მართლმადიდებელ ლიდერთა მხრიდან კრიტიკისა, მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია-სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს.