აქტუალური
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ13 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით შემცირდა და 5.1 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.6%–ით შემცირდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.5%-ით შემცირდა და 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 20 ივლისს გამოაქვეყნებს.