უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებულია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გრძელდება. არიან მოკლულები და დაჭრილები,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

„სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს. მხარეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

interpressnews.ge