სამართალი
ისრაელის პროკურატურა დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის მიხაელ ბენიმინის და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ისრაელის პროკურატურა ბრალის წარდგენას გეგმავს. საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას (ვიდეო იხ. აქ).

ისრაელის პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის აღნიშნული თანხა, 2007-2009 წლებში მიიღეს. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერმანიაში, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით ერთმანეთში ინაწილებდნენ.