სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „მაღალი დონის კორუფცია საქართველოში საზრუნავად რჩება“

departamentსაქართველოს ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემის არსებობის შესახებ მსოფლიო ბანკის შეფასება საქართველოში ადამიანის უფლებების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშშიც დაფიქსირდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა ხელისუფლებაში კორუფციისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს და საქართველოს მთავრობამ ეს კანონი დაბალი დონის კორუფციის წინააღმდეგ განახორციელა.

ზოგიერთი პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით საქართველომ პროგრესს მიაღწია, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაუსჯელად არიან ჩართულნი მაღალი დონის კორუფციაში. მსოფლიოს მთავრობების შესახებ მსოფლიო ბანკის მონაცემებში აისახა, რომ კორუფცია პრობლემაა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამასთან, როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება თანხმდებიან, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წვრილმანი კორუფციის დონე შემცირდა, რასაც დამკვირვებლები კორუფციისთვის თანამდებობის პირების დაკავებით, საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდითა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებით ხსნიან.

„საპატრულო პოლიციაში კორუფცია დაბალია. შესაბამისად, მაღალი ხელფასები პოლიციის ოფიცრებს უბიძგებს, თავი შეიკავონ მოქალაქეთაგან ფულის აღებისგან, თუმცა მაღალი დონის კორუფცია საქართველოში საზრუნავად რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.