აქტუალური
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება.