უცხოეთი
იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ოსკაროსანმა“ კომპოზიტორმა რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ენიო მორიკონე არის ისეთი ცნობილი ფილმების კინომუსიკის ავტორი, როგორიცაა ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და სხვა.