პუბლიკაციები
რა მიზნით სურთ ახალგაზრდულ მოძრაობებს - „სირცხვილი“, „გაბედე“ და „შეცვალე“, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობა - საქინფორმის ექსკლუზივი

 რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დრო, მით მეტად იზრდება საქართველოში საპროტესტო განწყობები. ქართველი ახალგაზრდები ცდილობენ იქცნენ საპროტესტო მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალად. და, თითქოსდა შეკვეთით, 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ რუქაზე, ნაწვიმარზე სოკოებივით გააქტიურდნენ ახალგაზრდული მოძრაობები ხმაურიანი სახელებით "სირცხვილია", "გაბედე”, "შეცვლე".

ზემოაღნიშნული მოძრაობების იდეა ფიქსად იქცა „ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. დასავლეთის დემოკრატიული ფასეულობების ურყევი და მოუსყიდავი დამცველის როლის მორგებით, ისინი მჯიღს იცემენ მკერდში, და გვპირდებიან, რომ მთელი ძალით დაიცავენ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ ვექტორს. ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა იქნება პირველი დარაჯი, ვინც ამ დანაპირებშეასრულებს”, - წერს ამის თაობაზე „სირცხვილია“-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაკარაშვილი მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე.

მეამბოხე ქართველი ახალგაზრდების სამოქმედო გეგმა არის ხელისუფლების დაქანცვა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებით მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ოლიგარქის მიერ დატყვევებულ საქართველოს!”, - აცხადებს ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც სიტყვით გამოვიდა 2019 წლის სექტემბერში “პოლიციის თვითნებობის” საწინააღმდეგო მიტინგზე. იგი ასევე ამაყად აცხადებს, რომ "საქართველოში უწინ ხალხი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე მიდიოდა, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ახლა პოლიტიკოსები მიდიან ხალხის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე".

ამასთან, საქართველოს ყველა უბედურებაში მთავარი დამნაშავე, ახალგაზრდა ოპოზიციონერთა აზრით, არის ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები. მოქმედი მთავრობა მათ თვალში ტირანი და დესპოტი, დემოკრატიის უზურპატორია. საკუთარი აზრის გამოხატვის მთავარ საშუალებად ახალგაზრდა რეფორმატორებმა ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციების ჩატარება აირჩიეს. ამგვარი აქციების ლეიტმოტივი არის "ქართული ოცნებისა" და ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მისამართით "კორუმპირებულობისა და მედიაზე ზეწოლის" ურიცხვი ბრალდება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აქცია იყო ტელეკომპანია Ajara TV-ის სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების მხარდაჭერა. ახალგაზრდული მოძრაობების აქტივისტები აწყობდნენ მიტინგებსა და პიკეტებს მათ მხარდასაჭერად. „ Ajara TV”-მ, რომელიც ყოველთვის დაწვრილებით აშუქებდა საპროტესტო აქციებს, 2019 წლის ბოლოს ხელმძღვანელობა შეიცვალა. ტელეკომპანიის ახალი დირექტორი გახდა გიორგი კოხრეიძე, რომელიც, სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტების აზრით, ცდილობს შეცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა. მხოლოდ იმის გამო, რომ კოხრეიძე პროქართული საინფორმაციო ფონის მომხრეა „Ajara TV”-ზე, იგი დაუყოვნებლივ იქნა შერაცხული "ქართული ოცნების" ხელდასხმულად და ბიძინა ივანიშვილი მარიონეტად.

ასევე, ახალგაზრდა ოპოზიციონერებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ქვეყანაში სასამართლოების საქმიანობა. სასამართლო ხელისუფლებზე შეტევები გადაიზარდა მიტინგებსა და პიკეტებში უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, "გამჭვირვალობისა და პატიოსნების" მოთხოვნით. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს უზურპაცია მოახდინა, მისი ხელდასხმულები ყველგანა არიან. სინამდვილეში, ასეთი ყურადღება წარმოადგენს მცდელობას, სასამართლო საქართველოში დაუქვემდებარონ თავიანთ ნებას. ისინი დიდი ხანია ცდილობენ ყველა ჯურის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობის გზით სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას. ანუ, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემის განახლებების საბაბით, "სირცხვილია", "გაბედე" და "შეცვალე" მის დაქვემდებარებას ლამობენ.

აქციები და პიკეტები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ასევე მიზნად ისახავს დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიპყრობას. სოციალურ მედიაში „სირცხვილია“- ს, „გაბედე“-სა და „შეცვალე“-ს გვერდები სავსეა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მოწონების გამომხატველი ინტერვიუებით, ქებითა და თანამშრომლობის მზაობით. ვირტუალურ სამყაროში მოქმედებების გარდა, ოპოზიციის აქტივისტები წარმატებით ურთიერთობენ დასავლელ უფროს ამხანაგებთან რეალობაშიც. ამაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ოპოზიციის თვალსაჩინო მოღვაწემ და შეთავსებით „სირცხვილია“-ს წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც 2020 წლის 18 თებერვალს ბრიუსელში გაემგზავრა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორგანიზაციისა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და სხვა ოფიციალურ ჩინოვნიკებთან ერთად განიხილა ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და დაარწმუნა ევროპელი კოლეგები მათში "სირცხვილია"- ს, "გაბედე"-ს, "შეცვ"-ს ურყევ მონაწილეობაში. შოთამ, რომელმაც მოწონება და ქება-დიდება მიიღო, ეს ამბავი ქვეყანას მოსდო. ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს ქართული ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელ კრის სოკას, რომელმაც შეაქო ისინი და გამოთქვა აზრი, რომ მათი ხმები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოში დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის” და დაჰპირდა ყოველგვარ დახმარებას.

მანამდე, 2020 წლის 5 თებერვალს გაიმართა ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული დებატები, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). გამარჯვებულებს პრემიები დაურიგდათ, მონაწილეობა უფასო იყო. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა სოციალურ ქსელებში საპროტესტო მოძრაობების გვერდებზე. ორატორული ხელოვნების სწავლების საბაბით, დასავლელი მენტორები აქეზებენ ახალგაზრდა ქართველებს ოპოზიციის რიგებში გასაერთიანებლად. და ამ ოპოზიციის მიზნების გათვალისწინებით, ეს კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტორია ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის.

"სირცხვილია", "გაბედე", "შეცვლე" - რა ხმამაღალი სახელებია, ნამდვილი უშიშარი და კეთილშობილი რაინდები არიან! მაგრამ გარეგნული წინდაუხედაობის ქვეშ მალება ძალები, რომლებსასაქართველოში ხეისუფლების მოქმედი ვერტიკალის დაშლა განუზრახავთ. დასავლელი მასწავლებლებისგან „დემოკრატიული ფასეულობების“ შესისხლხორცებით, ნორჩი რეფორმატორები ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების "შერცხვენას" და სახელმწიფოს პოლიტიკური კურსიშეცვლას. ხელისუფლების დეცენტრალიზაციისთვის მხარდაჭერილი ცვლილებების ნიღბით, ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე ექმნება. შემდგომი მკაფიო სამოქმედო პროგრამის გარეშე, ახალგაზრდულმოძრაობების მონაწილეები მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ მმართველ ხელმძღვანელობას გამბედაობა ეყოფა "არ შერცხვეს და არ შეიცვალოს" ...

საქინფორმის რედაქცია
2020 წლის 6 ივლისი
საქართველო, თბილისი