პუბლიკაციები
”საქართველოს უკვდავი პოლკის” მოძრაობის დამაარსებელი გულბაათ რცხილაძე მადლობას უხდის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომლებმაც დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს დახმარება გაუწიეს

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ”როგორც მოძრაობა ”საქართველოს უკვდავი პოლკის“ (ჯარი) დამფუძნებელმა, რომელმაც, ზოგიერთისგან განსხვავებით, აჩვენა თავისი შემდგარობა და რეალობა, მადლობას ვუხდი ყველა იმ საგარეო დიპლომატიურ მისიას, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს და ფინანსური დახმარება გაუწიეს მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს.

განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის დამსახურებას, რომელმაც პირადად მთხოვეს დავხმარებოდი ყველა ვეტერანის ოჯახების ძებნაში. "ლომის წილი" ამ ძებნაში სეკუთვნით ბატონებს: ტიტ ლეფსაი, ალექსანდრე ბეჟენცევს, დიმიტრი ბრეგვაძე (თუ ვინმეს უცოდინრობით გამოვტოვე, გთხოვთ მაპატი). ჩემის მხრივ, მივმართე გაზეთს - "საქართველო და მსოფლიო" - ერთადერთ ქართულ გაზეთს, რომელიც აქვეყნებს მასალებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ და ჯანსაღ პოზიციას იკავებს ჩვენი ისტორიისა და თანამედროვეობის მიმართ. ჩემს განცხადებას გამოეხმაურა ცოცხალი ვეტერანების რამდენიმე ოჯახი, რომლებიც, ბუნებრივია, არიან 95 წლისაზე მეტი ასაკის არიან.

დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დახმარება გაეწია ყველას, ვინც მოგვმართა, რისთვისაც მხოლოდ ვეტერანის ვინაობის გადამოწმება იყო საჭირო, ყოველგვარი ფუჭი ფორმალობების გარეშე! ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ კეთილშობილურ საქმეში, რადგან ვეტერანებისთვის - ჩვენი ნამდვილი გმირებისთვის, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო ამჟამინდელ რეალიებში საქმის მატერიალური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პირადად . . კონიშევს (რფ-ის ინტერესების სექციის ხელმძღვანელს) და ყველა კეთილ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში!”.

გულბაათ რცხილაძე,
მოძრაობა "საქართველოს უკვდავი პოლკი" დამფუძნებელი,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი