აქტუალური
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქსტატის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5% შეადგინა.
„2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში“, – განაცხადა „საქსტატმა“.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 %-ია.
აპრილსა და მარტში შესაბამისი მაჩვენებელი -16.6% და -2.7% იყო, თებერვალსა და იანვარში კი 2.2%-იანი და 5.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.