სამართალი
ამერიკელ კონგრესმენს წამოცდა, რომ საქართველოს აშშ-ის ელჩი მართავს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.

კონგრესმენი „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება.

ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მონაწილეობდა, რათა ცვლილებების მიღება უზრუნველეყო. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანს მისი მძიმე სამუშაოსთვის და გადამწყვეტი როლისთვის“,- წერს კინზინგერი.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.