აქტუალური
არ მინდოდა ამაზე საუბარი! - პრემიერი გახარია საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებაზე საუბრობს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. მე ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის ან სიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა.

მერწმუნეთ, ხალხნო, ტყუილად არ ვამბობ, არ მინდოდა ამაზე საუბარი, მართლა სერიოზული კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. 24 საათი გვაქვს სამუშაო, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახს, ის ზიანი, რაც კრიზისმა მიაყენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ, ეს ზიანი სასწრაფოდ აღვადგინოთ და ამას სჭირდება სერიოზული კონცენტრირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.