რელიგია
ილია მეორე: ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, სულს ეშმაკს აძლევს!

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თვითმკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსგავსი აზრები ეშმაკისეულია, ადამიანი ამით თავადვე ვნებს საკუთარ სულს და საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი ფიქრის გაჩენის შემთხვევაში, მოძღვარს და ეკლესიას მიმართოს.

ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო - რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის, ეშმაკი სდევდა... როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება“, - იქადაგა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლი დალოცა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.