აქტუალური
გავრილოვი პარლამენტის შენობაში იყო პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც - გიორგი გახარია

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. გავრილოვი ამ შენობაში, სადღაც, ამ სავარძელში იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, – განაცხადა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მაგრამ, მისივე თქმით, ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, რომლებიც აქ ბევრნი ზიხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდნენ – პირდაპირ ბრალდებას არ მოვახდენ, მაგრამ გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები პროტესტს, რომელიც მშვიდობიანი იყო, შემდგომ გახდა ძალადობრივი. ბატონი ბოკერია – კარგად მახსოვს მისი სახე, ბატონი რატიანი, არ მიუთითებდნენ, რომ ეს არის დანაშაული, რა თქმა უნდა, შესაბამისად, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მეგობრებო, ამიტომ, ამას შესაბამისი ფასი ექნება. თქვენ შეიძლება, აქ რამდენიც გინდათ, იყვიროთ, მიუხედავად იმისა, რომ ემოციები შეიძლება ასე გქონდეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ შტურმით შეჭრა შენობაში, პარლამენტში არ დაუშვა, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.