აქტუალური
გერმანიის ელჩის განცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებას - რომან გოცირიძე

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებას, რომლებმაც ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

მისი თქმით, შეთანხმების სრულად შესრულებაში სწორედ გიორგი რურუას საკითხი იგულისხმება.

კიდევ უფრო დამაზუსტებელი სიტყვა გამოიყენეს, რომ უნდა შესრულდეს შეთანხმების ორივე ნაწილი. როცა მოუწოდებენ, ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმარი. დღეს, ყველას, საერთაშორისო პარტნიორების თვალში, პოლიტიკური პატიმარი არის გიორგი რურუა.

როცა ელჩები ამბობენ, რომ მეორე ნაწილიც უნდა შესრულდეს, მად მხოლოდ ერთი გვარის ჩაწერაა საჭირო, გიორგი რურუასი, რასაც როგორც ჩანს, დიპლომატიური მოსაზრებით არ აკეთებენ.

არასოდეს ელჩებს არ უთქვამთ, რომ პოლიტიკურ პატიმრებში გულისხმობდნენ უგულავას, ოქრუაშვილს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან. ჯაფარიძე, ხაზარაძე-წერეთელს, რომლებსაც სასამართლოში დაატარებდნენ.

რატომ შეწყდა სასამართლო პროცესები, მოსამართლეს ხმა ციდან ჩამოესმა და გონება გაუნათდა? არაფერი, ივანიშვილმა სასამართლო პროცესის შეწყვეტა დაავალა. გვარით და სახელით არავინ არავის მოიხსენიებს. ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნის შეჩერების მიზნით გათავისუფლებული იყვნენ ოქრუაშვილი, უგულავა-თამლიანი.

ახლა ჯერია რურუასი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორია ანტისაოკუპაციო აქციების, სწორედ ეს არის მათი დასჯის მიზეზი, პოლიტიკური.

გერმანიისა და ამერიკის, ევროკავშირის ელჩების განცხადებები აბსოლუტურად საპირისპიროა. ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და ამაში სწორედ რურუა იგულისხმება“,- განუცხადა გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა.