უცხოეთი
გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვში, წითელ მოედანზე 24 ივნისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. იხილეთ ფოტოლენტაში სურათები სამხედრო აღლუმიდან

ოთხშაბათს, წითელ მოედანზე დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩატარდა. საიუბილეო წლისთავზე 9 მაისის ტრადიციული აღლუმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გადაიდო.

აღლუმის გასამართად სხვა თარიღი შეირჩა - 24 ივნისი, დღე, რიდესაც 1945 წელს წითელ მოედანზე გაიარეს გამარჯვებულმა ჯარისკაცებმა და ლენინის მავზოლეუმთან დამარცხებული მოწინააღმდეგის ბანერები დაყარეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღლუმი ჩაიბარა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და სახელმწიფოების მეთაურების გარემოცვაში.

sputnik-georgia.com