საზოგადოება
რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია - დიმიტრი პესკოვი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ „როსია 1“-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

არა, რუსეთს თავის მეზობლებთან არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, ინტერვიუში, რომელიც „როსია 1“-მა ფილმისთვის - მოსკოვი. პუტინი. კრემლი“ - პუტინთან ჩაწერა, რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“. მისივე თქმით, ისინი კავშირიდან იმით უნდა გასულიყვნენ, რითაც შევიდნენ და „რუსი ხალხის საჩუქარი“ თან არ უნდა გაეყოლებინათ. თუმცა, მისი თქმით, გასვლის პროცედურა გაწერილი არ იყო.