აქტუალური
ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას - აშშ-ის საელჩო

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოს პარლამენტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცვას.

აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ.

U.S. Embassy Tbilisi congratulates the Members of Parliament who today approved the first reading of Constitutional amendments related to Georgia’s electoral system. It is an important first step towards greater parliamentary pluralism. We hope the amendments will be adopted with broad support, and encourage all sides to fully implement the March 8 agreement, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ მილოცვაში, რომელსაც facebook-ზე ავრცელებს.