პოლიტიკა
ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში შედის, გაავრცელა განცხადება, სადაც რეკომენდაციაა, ისრაელის მოქალაქეებმა პასექის დღესასწაულის წინა დღეებში თავი შეიკავონ საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისაგან.
საშიში ქვეყნების რიცხვში კიდევ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიაზრება – აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. თურქმენეთი ამ სიიდან დღეისათვის ამოღებულია.
ისრაელის შტაბის ეს განცხადება საფრთხეს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე საქართველოში „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ არასოდეს უხსენებიათ და ჩვენს ქვეყანას არც არასოდეს აკავშირებდნენ მათთან. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობა ედებათ ბრალად. ამ მეთოდით ისრაელის ზოგი სტრუქტურა ცდილობს საქართველოსა და ისრაელის ტურისტული თანამშრომლობის ჩაშლას.