საზოგადოება
CNN - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ამის შესახებ საუბარია ბოლტონის წიგნში სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბოლტონი ასევე წერს, რომ დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა.

CNN-ის ცნობით, წიგნში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც აშშ-მა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ტრამპს ამ შეზღუდვების გაუქმება სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოპყრობა ვლადიმირ პუტინის მიმართ ზედმეტად ხისტია.

ტრამპმა დაავალა პომპეოს, დაერეკა ლავროვისთვის და ეთქვა, რომ რომელიღაც ბიუროკრატმა გამოაქვეყნა სანქციები – ზარი განხორციელდა ან არა“, – წერს ჯონ ბოლტონი.