სამართალი
პუტინის მრჩეველი - პროექტი „ომის სახეები“ ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობას ხელს შეუშლის

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. პირველი უფასო ფოტობანკი „ომის სახეები“, შექმნილი მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის, საერთაშორისო დონეზე გადის. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, მიხეილ ბრიუხანოვის თქმით, ახლა პროექტთან ითანამშრომლებენ დსთ-ისა და ევროპის ქვეყნები.

გარდა ამისა, ფოტობანკთან თანამშრომლობას გეგმავენ სერბეთის ისტორიული არქივი, კვიპროსის ფოტოგრაფთა ასოციაცია და იაპონიის ორი ორგანიზაცია - ტოკიოს რუსული ენის ინსტიტუტი და ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის ასოციაცია.

პროექტი „ომის სახეები“ არის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფოტოების ელექტრონული ბაზა. ფოტობანკში უკვე 2 ათასზე მეტი ფოტოა ჩატვირთული.

როგორც ონლაინ-შეხვედრაზე რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, ფოტოარქივში შეკრებილია ისეთი ცნობილი სამხედრო ფოტოკორესპონდენტების ნამუშევრები, როგორებიც იყვნენ ევგენი ხალდეი, ბორის კუდოიაროვი, ივან შაგინი. თუმცა არქივს რიგითი მოქალაქეების ფოტოებიც სჭირდება.

პორტალ „ომის სახეების“ მნახველებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩატვირთონ თავიანთი ოჯახის გმირების ფოტოები პირადი არქივიდან, - აღნიშნა მედინსკიმ. - ამგვარად, ყველას შეუძლია წვლილის შეტანა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში“.

ამასთან, ვლადიმერ მედინსკიმ მომხმარებლებს მოუწოდა, მაქსიმალურად ზუსტად შეავსონ ფორმულარი ფოტოების ჩატვირთვისას.

საჭიროა მითითება იმისა, ვინაა გამოსახული, რა გარემოში, უნდა ასახავდეს სინამდვილესა და ფაქტს. - ხაზი გაუსვა მან. - რაც მეტია ფაქტი, მით ნაკლებია ისტორიის ფალსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლის გადაწერასაც დღეს ბევრი ცდილობს“.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, პროექტის მთავარი მიზანია - არ დაუშვან საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის დამახინჯება და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.