უცხოეთი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ინფიცირებული გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი, სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი „სხვა დაავადება” გახდა.

15 ივნისის მდგომარეობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში სულ გარდაიცვალა 379 ინფიცირებული.

15 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში ჯამში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 17 064 შემთხვევა.

აქედან 6 276 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას გადის 10 409 ინფიცირებული.

1tv.ge