აქტუალური
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 9 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების და 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 154 მლნ ლარი შეადგინა.
აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.580%, საშუალო შეწონილი 8.699%, ხოლო მაქსიმალური 8.740% იყო.