საზოგადოება
ქ. თბილისის პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი – „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ – დაუბრუნდა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა, კურსდამთავრებულთა და მშობელთა სურვილი – პირველ საჯარო სკოლას დაბრუნებოდა ისტორიული სახელი და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.
საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩვენი ქვეყნის სასიქადულო არაერთი პიროვნება აღიზარდა, ძველი სახელის დაბრუნება კი, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის მეტად საამაყო და დიდი სტიმულია ბეჯითი სწავლისა და ღირსეული ტრადიიის გასაგრძელებლად.