უცხოეთი
ნატო-ს ათეულობით ხომალდი ბალტიის ზღვაში შევიდა და სამხედრო მანევრებში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ნატო-ს ათეულობით ხომალდი ბალტიის ზღვაში შევიდა და სამხედრო მანევრებში მიიღებს მონაწილეობას. სწავლება, სახელწოდებით „ნატო ბალტოფსი 2020“ 16 ივნისამდე უნდა გაგრძელდეს.

როგორც ნატო-ს პრესცენტრში განმარტეს, მანევრებში მონაწილეობს 29 ხომალდი და ავიატექნიკის 29 ერთეული. სწავლებები გერმანიისა და დანიის სანაპიროების სიახლოვეს, ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იმართება.

ნატო-ს შტაბბინაში ამბობენ, რომ სამხედრო მანევრებში ალიანსის 17 წევრი სახელმწიფოს 3000 სამხედრო იქნება ჩართული. ასევე მანევრებში მონაწილეობენ ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოები – შვედეთი და ფინეთი. პანდემიის გამო, სწავლება მხოლოდ ზღვაში გაიმართება.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ ნატო-ს სწავლება ანტირუსულ ხასიათს ატარებს.