უცხოეთი
აშშ-პოლონეთის ერთობლივი წვრთნები დაიწყო

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივი წვრთნები წამოიწყეს. მანევრებში სახელწოდებით „Defender Europe 2020“ ოთხი ათასი ამერიკელი და ორი ათასი პოლონელი ჯარისკაცი ჩაერთვება.

სწავლებების დაწყების წინ ყველა სამხედრო მოსამსახურემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. წვრთნები, რომლებიც პოლონეთში იმართება, ნატო-ს მიერ დაგეგმილი მანევრების მოდიფიცირებული ვარიანტია.

სწავლება 19 ივნისამდე გაგრძელდება.