საინფორმაციო სააგენტო NEWS FRONT - მა საქინფორმი - ს მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა 2 ივნისს გადაცემაში „На самом деле“, წამყვან სერგეი ვესელოვსკისთან ერთად, წამოჭრილ ერთ – ერთ საკითხზე. ეს არის სიტუაცია აშშ-ში, რომელმაც სამი საშინელი დარტყმა განიცადა - კორონავირუსი, ეკონომიკური კრიზისი და ბუნტი, რომელმაც თეთრ სახლამდე მიაღწია.
- ბატონო არნო, თქვენი აზრით, როგორ და როდის შეძლებს აშშ სიტუაციის სტაბილიზირებას? დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ბედმა, რომლის ეროვნული ვალუტაც იმავდროულად მსოფლიო ვალუტაა, გულგრილი შეიძლება დატოვოს მხოლოდ პირველყოფილი თემური წყობილებით მცხოვრები ველური ტომები... როგორც თავად ბრძანეთ ვესელოვსკის გადაცემაში, "თუ ამერიკა ჩამოინგრა, ყველა დაზარალდება" ...
- ვესელოვსკიმ ნაწილობრივ უპასუხა თქვენს შეკითხვას ჩვენს ეთერში, როდესაც თქვა, რომ უსურვებს ამერიკას "რბილად დაეშვას", და არა დაინგრეს, რათა ქვეშ სხვებიც არ მოიყოლოს და იქცეს რეგიონალურ ქვეყნად, რომელსაც სხვაზე მბრძანებლობის პრეტენზია არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ დარტყმებისგან ცოტა გამოკეთებული აშშ ისევ დაიწყებს „ტლინკების ყრას“ და რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და მთელი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლებას, არანაირი „პირველი ეკონომიკა“ აღარ უშველის და ამერიკას მაშინ დიდ დეპრესიაზე უარესი მოელის. მაგალითად, "ფერადი რევოლუცია", რომელსაც იგი ოსტატურად აწყობს მთელ მსოფლიოში: "ვარდისფერს" - საქართველოში, "ნარინჯისფერს" -უკრაინაში, "არაბულ გაზაფხულს" - აღმოსავლეთში და ა.შ.
პირადად მე, დღეს მეტად მაინტერესებს არა ის, თუ როგორ ამოძვრება აშშ ქაქიდან, არამედ ვინ და როდის იტყვის პირველი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ამერიკელი "მეფე შიშველია". აი შემდეგ კი ყველას "გაეღვიძება" და ომახიანად დაიწყებენ აშშ-ის მხილებასა და დასავლური ფასეულობების საშინლად წყევლას! გახსოვთ რაიკინის ცნობილი "მე, როგორც ყველა ჩემი ამხანაგი..."?!
დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკული დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კანის ფერისა და აღმსარებლობის მიუხედავად, ჟურნალისტური ხელშეუხებლობა და მთელი დანარჩენი აბდაუბდა - წმიდა წყლის ბლეფია! აღმოჩნდა, რომ იქ როგორც იყო რასიზმი, ისე არსადაც არ გამქრალა, თანაც, თეთრიცა და შავიც; და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ამერიკული არმიაც გამოჰყავთ, 21-ე საუკუნეში დარბევებსაც აწყობენ და ჟურნალისტებსაც ცემენ! ფერადკანიანი ობამას პრეზიდენტად არჩევა, ლგბტ-უმცირესობების დაცვა და სიტყვა "ზანგის" შეცვლა "აფროამერიკელით" - ეს ყველაფერი აღმოჩნდა "საპნის ბუშტი", რომელიც მყისიერად გასკდა! ასე რომ, პოლიციელის მიერ გაგუდული ერთი ფერადკანიანის დამნაშავის გამო, ზესახელმწიფოები თავდაყირა არ დგებიან, ნუ გამაცინებთ! ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში მათ ათასობით ხოცავდნენ - და არაფერი, ამერიკა ყვაოდა!
სხვა საკითხია, რომ საპროტესტო აქციებში ტრამპის მოწინააღმდეგეების - ბაიდენის მომხრეების ხელი ურევია, მაგრამ ესეც - სახელმწიფო სისტემის, კერძოდ, პრეზიდენტისა და გუბერნატორების ინსტიტუტების არასრულყოფილებას ამტკიცებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა მხარეს იქაჩებიან, როგორც გედი, კალმახი და კიბო კრილოვის იგავ-არაკში! ასე რომ, ძვირფასო მისტერ ტვისტერებო, თქვენ ყურები გამოუჭედეთ საქართველოს იმ ”ინსტიტუციური რეფორმებით”, რომლებიც, ჩვენ, ადგილობრივებმა, უნდა გავატაროთ ამერიკული გრანტებით, რათა აშშ-სავით ცივილიზებული გავხდეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად თქვენ შორს ხართ სრულყოფილებისგან!
სწორედ ამიტომ დღეს აშშ-სი აღარ ეშინიათ და ევროპასაც პატივს აღარ სცემენ! აშშ და ევროკავშირი დღემდე ვერ უმკლავდებიან იმ კორონავირუსს, რომელიც ჩინეთმა რამდენიმე დღეში დაამარცხა, ხოლო პატარა საქართველომ არ დაუშვა ინფიცირებულთა რიცხვის 800-ზე მეტად გაზრდა - აღმოჩნდა, რომ მათ არც დისციპლინა აქვთ, არც სამაგალითო სამოქალაქო თვითშეგნება და არც სუპერმედიცინა, როგორც ყოველთვის გვარწმუნებდნენ! ხოლო რუსეთი - OPEC-ის ქმედებების გამო, აშშ-ში დაინგრა გაზმომპოვებელი დარგი, ასე იძია შური რუსეთმა ფინიშზე ჩაშლილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- სთვის.
ისმის კითხვა - რა უნდა გადავიღოთ მათგან, თუ არა დემოკრატია და ეკონომიკა?! ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამერიკელიკონგრესმენები და აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, ვითომდა აქ არაფერიაო, კვლავაც გვიკითხავენ ნოტაციებს - როგორ ჩავატაროთ არჩევნები, ვინ გავათავისუფლოთ ციხიდან, რა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, და ინსტრუქციებს გვაძლევენ, როგორ ვიცხოვროთ, იმიტომ, რომ, მათი თქმით, აშშ-მა ფული მისცა საქართველოს და ახლა უფლება აქვს მოითხოვოს შედეგი - როგორ შეასრულეს ქართველებმა მათი „საშინაო დავალება“!
თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვუთხრა - ბიჭებო, წადით, თქვენს თავებს მიხედეთ, სახლში წესრიგი დაამყარეთ! ვის ასწავლით ტოლერანტობას - ქართველებს, რომლებიც საუკუნეობით ცხოვრობდნენ 70 ეთნიკურ ჯგუფთან ერთად, სანამ შევარდნაძემ და სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არმია არ გამოიყვანეს?! რამდენჯერ გაიმართა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიტინგები ასობით ათასი მოქალაქის მონაწილეობით, და არცერთხელ არცერთი მაღაზიის ვიტრინა არ ჩატეხილა, ერთი ყოფითი ხულიგნობაც კი არ მომხდარა! ამიტომ დღეს საქართველოს საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ დასავლეთს უთხრას - მშვიდობით, ბატონებო! დროა ვიკითხოთ - გაქვთ კი ბატონებო რაიმე განსაკუთრებული ფასეულობები, რომლებიც თქვენგან უნდა გადავიღოთ? არა?! მაშ რას გადაგვეკიდეთ?!
გასაგებია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ-მა ხუთ-ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა საქართველოზე, მაგრამ მათგან რამდენმა მიაღწია ქართველ ხალხამდე? არცერთმა ცენტმა! უმეტესობა მოხმარდა შეიარაღებას, რომლის შეძენაც გვაიძულეთ, და სამხედრო ინფრასტრუქტურას - სასწავლო ცენტრებსა და ბაზებს, რომელთა გახსნაც თქვენ გვაიძულეთ, რათა ქართველი ჯარისკაცები მოგემზადებინათ ამერიკული ომებისთვის - ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში! და კიდევ, ამერიკული დახმარება დაილექა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ჯიბეებში და მოხმარდა ე.წ. "სამოქალაქო სექტორს" - გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
იქნებ ვაჭარბებ?! მაშინ სად არის ამერიკული ფულით აშენებული ქარხნები, ფერმები და სახლები? ლუგარის ლაბორატორიის გარდა არაფერია! და განა ვაშინგტონში არ იღებდნენ ბონუსებსა და „ატკატებს“ თითოეული გრანტიდან?! უფასო ყველი მხოლოდ თაგვსაჭერშია - როგორ გგონიათ, სუპერ-პრაგმატული ქვეყანა თუნდაც ერთ ცენტს დახარჯავდა ლამაზი ქართული თვალებისთვის?! აშშ საქართველო როდია, რომელიც თავდავიწყებით გადაეშვა ამერიკისა და სხვა ანგლოსექსებთან მეგობრობის ჭაობში და ვერ შენიშნა რომ ამ დროს საკუთარი უკანალი გაუშიშვლდა!
ამიტომ არ არის საჭირო ჩვენი გაბითურება - თუ პარტნიორობაა, მაშინ ის მხოლოდ თანასწორი და ღია უნდა იყოს! აშშ-სა და ნატო-ს სურთ სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ბაზები საქართველოში, უკვე არსებულ სასწავლო ცენტრებზე დამატებით? ასე გვითხარით მაშინ! და საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ამ საკითხს, რომელსაც დაუჭერს, ან არ დაუჭერს მხარს, აირჩევს, ან არ აირჩევს ქართველი ხალხი. მორჩა, წერტილი! რა საჭიროა აქ ”ეკივოკები და ეს სასახლის კარის თამაშები”?!
უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსის შემდეგ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მიწიერი არსებობის წარმავლობა და ის, რომ ჭეშმარიტი ფასეულობები ისაა, რასაც სახარება გვასწავლის, და არა ევროატლანტიკური! ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მოკლე ხანში პანდემიამ, არადა, გუშინ მათი უმრავლესობა ჯანმრთელი და წარმატებული ხალხი იყო, რომლებიც გეგმებს ისახავდნენ! ნახეთ რა ცოტანი ვცხოვრობთ საქართველოში, აფხაზი და ოსი ხომ თითებზე ჩამოითვლება, ხოლო ეპიდემიის შემთხვევაში ისინი საერთოდ გაქრებოდნენ! ღმერთმა გაფრთხილება გამოგვიგზავნა - გონს მოდით, ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდით, და ამ გაფრთხილების უგულებელყოფა ძალიან არაგონივრული იქნებოდა. კიდევ რა მტკიცებულება სჭირდება მსოფლიოს?! - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც აღდგომის ღამეს ტაძართა კარები ფართოდ გააღო, COVID – 19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად. და რა?! ათასობით მრევლიდან ეკლესიაში დაავადებული არცერთი ადამიანი არ არის, არცერთი ინფიცირებული სასულიერო პირი! ამიტომაც შეიწყალა ყოვლისშემძლემ საქართველო!
დასასრულ: ჩვენ, ქართველები, მუდმივად უკიდურესობებს ვაწყდებით - ხან ყველაზე-ყველაზე მაგრები ვართ მსოფლიოში, ხანაც "თავზე ნაცარს ვიყრით" - აქაოდა, საქართველო ღარიბი და უბედური ქვეყანაა, რომელიც აშშ-სა და ევროპის დახმარების გარეშე ჭაობში ჩაიხრჩობა, საითაც მას რუსეთი უბიძგებს! ოჰ, რანაირად არის საქართველო ღარიბი და უბედური, თუ ჩინეთი, თურქეთი და ირანი, ყოფილი სსრკ-ისა და ევროკავშირის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია მასთან პარტნიორობით?! რომლის გამოც წაეკიდნენ ერთმანეთს ზესახელმწიფოები - აშშ და რუსეთი?! გამოდის, რომ რაღაცით მაინც ძალიან მიმზიდველი ვართ?! პირველ რიგში, ალბათ, გეოსტრატეგიული ტერიტორიით, შემდეგ - მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, სუფთა სასმელი წყლით, რომელიც დღეს ნავთობზე ძვირია! ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული პოლიტიკის გადატვირთვით უნდა დაკავდეს ქართველი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ხელგაწვდილი დახმარებას ითხოვდეს ათასი ჯურის იბიარდისგან და ტურისტების მისაღებად ემზადებოდეს დიდი ბრიტანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან!
2020 წლის 7 ივნისი
საქართველო, თბილისი
წყარო: NEWS FRONT