პოლიტიკა
საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი შრაგა ბროში გამოვიდა.
აქვე აღნიშნულია, რომ ქართული მედია ისრაელსა და ბათუმს შორის ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნაზე წერს, თუმცა, „იზრუს“ ცნობით, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროში ამის შესახებ არც კი სმენიათ.
შეგახსენებთ: ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს. მათ სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს – შვიდი, ზეევ ფრენკიელს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.