აქტუალური
გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს - პრემიერის მთავარი გზავნილები

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. როგორია მთავრობის მეთაურის გეგმები, რას პასუხობს ოპოზიციის ნაწილის ულტიმატუმს და როგორ აფასებს გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას - ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს პრემიერმა 5 ივნისს თავისი განცხადებით წერტილი დაუსვა.

გიორგი გახარია არ მიდის – მთავრობის მეთაური ახლა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანად საკონსტიტუციო ცვლილებების და შესაბამისად, ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას მიიჩნევს. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც საკონსტიტუციო პროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. მთავრობის მეთაურის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო იმ ჯგუფების მიმართაც, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებისკენ მოუწოდებენ.