რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თავისიანი უცხოთა შორის, უცხო თავისიანთა შორის...

   სომხური "ტროიკის" თითოეული წევრი, რომლებმაც საქართველოში 2003 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მის შესახებ ფილმის გადაღებას იმსახურებს. აბსოლუტურად განსხვავებულებს, მათ ერთმანეთი სძულდათ და მხოლოდ იძულებით იყვნენ ერთად - ისევე, როგორც დღეს ერთად ყოფნას განაგრძობენ სააკაშვილი და ბურჯანაძე. ამიტომ, კინოჟანრებიც განსხვავებული იქნება: თუ მამით სომეხი სააკაშვილის შესახებ ტრილერს გადაიღებენ, ხოლო ორივე მხრიდან სომეხი ჟვანიას შესახებ - დრამას, დედით სომეხი ბურჯანაძე კომიქსის გმირი გახდება. ირონია აქ არაფერ შუაშია - ბურჯანაძემ დანარჩენ ორზე უკეთ გამოიყენა სომხური ჭკუა, რის შედეგადაც: 1- ჟვანიასგან განსხვავებით, ცოცხალი დარჩა, 2 - სააკაშვილისგან განსხვავებით, საქართველოში დარჩა. თუმცა, სააკაშვილი და ჟვანია სერიოზულად არ აღიქვამდნენ "ქუთაისელ ტუტსის" და თითოეული მათგანი მას საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა: ორჯერ 3 თვის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებით მან მოახდინა სააკაშვილის გაპრეზიდენტების ლეგალიზება, ხოლო ჟვანიამ ბურჯანაძე ეკოლოგიის სამინისტროს ექსპერტობიდან პარლამენტის თავმჯდომარეობამდე გაათრია "ნათლიმამა" შევარდნაძისადმი მადლიერების ნიშნად, რომლის ნამდვილი ნათლია ნინოს მამა იყო. უფრო ადრე "თეთრმა მელამ" ანალოგიურად გაათრია "მწვანე" ზურა ენ-ჯე-ოდან პარლამენტის თავმჯდომარეობამდე. მაგრამ ბურჯანაძე ამბროსიევიჩის უმადური დარჩა და თავისი ოჯახის კეთილისმყოფელი წითელი ვარდების ცოცხით ხელისუფლებიდან გააძევა... ამიტომაც ვერ გამოვიდა მისგან "რკინის ლედი" - მხოლოდ პაროდია, ბურჯანაძის კერპს - ტეტჩერს - არასოდეს არავისთვის უღალატია!

   თუმცაღა, "ბურჯანაძის" პოლიტიკური გვარი საქართველოში ყოველთვის ასოცირდებოდა სამ ასოსთან - "კ", "პ", "ო". არა, უხამსი სიტყვები, რომლებიც პირველ რიგში გახსენდებათ, აქ არაფერ შუაშია! ეს სიტყვებია "კეთილდღეობა", "პური" და "ოჯახი". რაიკომის მდივნის ერთადერთ ქალიშვილს მოსკოვის სახელმწიფო ასპირანტურაც და საპარლამენტო მანდატიც ერგო - ყველაფერი, როგორც საბჭოთა ნომენკლატურას. ალბათ, სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა "პურის პრინცესას" სამი "სათნოება", რომლებიც შემდგომ პოლიტიკოსი ბურჯანაძის "სავიზიტო ბარათად" იქცა: ამბიციურობა, უპრინციპობა და გაუმაძღრობა. და კიდევ, ნახევრად სომეხს ვაჭრობა უყვარსა - სააკაშვილთან, პუტინთან, ივანიშვილთან, მანდატებისთვის, თანამდებობებისთვის, ფულისთვის - სულ ერთია! და არ უყვარს ფულის ხარჯვა საკუთარი პარტიისთვის, რადგან მიაჩნია, რომ თავად წარმოადგენს იმდენად დიდ ღირებულებას, რომ მის პოლიტიკური კარიერა სხვებმა უნდა დააფინანსონ. დროთა განმავლობაში ეს თვისებები მისი კარიერის მუხრუჭად და 1% -იანი რეიტინგის მიზეზად იქცა, რადგან პოლიტიკა სულაც არ გახლავთ ღალატის ხელოვნება, როგორც ეს უპრინციპო ანზოროვნას სწამს და ჰგონია - რომ პოზიციის, პარტიისა და პარტნიორების დიამეტრული ცვლა შემოქმედებითი აზროვნების ნიშანია! ამბიციები, რომლებმაც საბოლოოდ მოსპეს მისი სომხური გამჭრიახობა, უფლებას არ აძლევს, დასახმარებლად მრჩევლებს მიმართოს, თუმცა თვით ზესახელმწიფოების პრეზიდენტებსაც კი ჰყავთ მრჩევლები! სწორედ ამიტომ დღეს ნინო სრულიად მარტო დარჩა - თავისიანი უცხოთა შორის და უცხო თავისიანთა შორის ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 5 ივნისი
საქართველო, თბილისი