რელიგია
ილია მეორეს მიერ ნაკურთხი ჯვარი აფხაზეთში გაიგზავნება

katalikosIყოვლადწმინდა სამების სამონასტრო კომპლექსის ხარების ტაძარში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღრმთო ლიტურგია აღავლინა. უწმინდესმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ღვთისაგან მათთვის სიხარული და სიყვარული ითხოვა. მანვე აღნიშნა, რომ თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, არც სიხარული ექნება.

პატრიარქმა ქადაგების დროს ბრძანა, რომ ავღანეთში 3 მოძღვარი გაიგზავნება, რათა იქ ქართველი ჯარისკაცებისათვის ლოცვა გაძლიერდეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდნენ. ამ მიზნით მან ავღანეთში მსახურობისათვის სამი მღვდელმსახური აკურთხა, დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

ამასთან, ილია მეორემ ხის სამი ჯვარი აკურთხა და ბრძანა, ნაკურთხი ჯვრებიდან ერთი სამებაში დარჩენილიყო, მეორე აფხაზეთში გაგზავნილიყო, მესამე კი – აჭარაში.

უწმინდესმა ქადაგებისას ახალ ტრადიციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე, სამებაში ბავშვებისათვის პარაკლისი შესრულდება და მათი დალოცვა მოხდება.