პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა, ახლად დანიშნული ხელმძღვანელის – ბაჩუკი ჩხეიძის ჩათვლით, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რაც შეეხება ვარშალომიძის ამ გადაწყვეტილების მიზეზს, სააგენტოს ის უწყების პრესსამსახურში არ დაუკონკრეტეს. მიზეზს არ აკონკრეტებს არც ვაჟა დიასამიძე, რომელიც მხოლოდ იმას აცხადებს, რომ დეპარტამენტის ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.
შეგახსენებთ, რომ ბაჩუკი ჩხეიძეს დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი მიმდინარე წლის 12 იანვრიდან – უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ეკავა.