აქტუალური
საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველომ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გუშინ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ. კერძოდ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის III პროგრამის“ ფარგლებში 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და ჩამორიცხვის შემდეგ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა“,- აცხადებს საქართველოს ფინანასთა სამინისტროში.